გამარჯობა
მოგესალმებით ყველას,
ვინც ჩემს ბლოგს ესტუმრება. მინდა პედაგოგებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან თემას შევეხო.
ასევე მაინტერესებს თქვენი აზრი და გამოცდილება ამ საკითხთან დაკავშირებით.
სკოლაში დისციპლინის
დამყარება და მოსწავლეთა ქცევა ჩვენი დროის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევებია. ამიტომ
მინდა თქვენი ყურადღება ამ უმნიშვნელოვანეს საკითხზე გავამახვილო. ალბათ ბევრ პედაგოგს
ებადება კითხვები: როგორ ვმართოთ კლასი? რა გავლენას ახდენს კლასის მართვა მოსწავლეთა
აკადემიურ მოსწრებაზე? კლასის მართვის რომელი მეთოდებია ყველაზე ეფექტური? და ა.შ.
დისციპლინასთან
დაკავშირებული საკითხები ყველა მასწავლებელს აღელვებს. რაც უფრო მაღალია სკოლაში კლასი,
მით უფრო მეტი დისციპლინის დარღვევა ფიქსირდება. ეს შეიძლება აიხსნას ისეთი ფაქტორებით,
როგორიცაა, თანატოლთა ზეგავლენა, გარემოს ზეგავლენა, გენდერული განსხვავებები, გარდამავალ
ასაკთან დაკავშირებული ემოციური სირთულეები.
დღესდღეისობით სკოლების
ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრობლემა დისციპლინის ნაკლებობაა და რა თქმა უნდა სწორედ
ეს პრობლემა ძალიან უარყოფით ზეგავლენას ახდენს სწავლისა და სწავლების პროცესზე. მაშინ
როცა კლასში დისციპლინის პრობლემაა გაკვეთილის დროის ნახევარი სწავლებას ხოლო მეორე
ნახევარი კი თითქმის მთლიანად დისციპლინის დარღვევის შემთხვევებზე იხარჯება.
სწორედ ამ პრობლემის
აღმოსაფხვრელად უამრევი კვლევა არსებობს. სკოტ სთეიჯისა და დევიდ ქუიროზის (1997) ანალიზში,
სადაც 99 ცალკეული კვლევის შედეგია გაერთიანებული დისციპლინური დარღვევის აღკვეთის
ოთხი კატეგორიაა:
- წახალისება/დაგმობა.
- დასჯა.
- არანაირი რეაქცია.
- წახალისება/დაგმობის კომბინაცია დასჯასთან .
პირველი გულისხმობს
მისაბაძი ქვევისათვის აღიარებასა და შექებას, ხოლო დაშვებული ქცევისათვის - დაგმობასა
და აღკვეთას.
2.დასჯა გულისხმობს
ნეგატიურ რეაქციას მოსწავლის არასწორ ქცევაზე
3.არანაირი რეაქცია
ნიშნავს იმას, რომ მოსწავლის დაუშვებელ ქცევას მასწავლებლის მხრიდან რეაგირება არ მოჰყვება.
4.წახალისება/დაგმობის
კომბინაცია დასჯასთან გულისხმობს მისაბაძი ქცევისათვის აღიარებასა და შექებას, ხოლო
ნეგატიურ რეაქციას დაუშვებელ ქცევაზე.
მკვლევართა ნაწილი
მიიჩნევს, რომ დასჯას არ შეიძლება ჰქონდეს დადებითი შედეგი.ჯორჯ ბუარი (1998) კი კვლევების
მიმოხილვის შემდგ ასკვნის, რომ კვლევები მხოლოდ დასჯის ზომიერი ფორმების ეფექტურობას
აღიარებს.
გამოყოფენ დისციპლინის
გაუმჯობესებაზე მიმართულ ღონისძიებათა ხუთ კატეგორიას:
1. მასწავლებლის რეაქცია,
2.ნივთიერი წახალისება,
3. დაუყოვნებელი სახდელი,
4. კრიტერიუმების ჯგუფური მიღწევები
5. მშობელთა რეაგირება მოსწავლის ქცევაზე.
1.მასწავლებლის რეაქცია. მასწავლებლის სიტყვიერი და ფიზიკური რეაქციები ყველაზე
მარტივი გზაა, იმისათვის, რომ მოხდეს სანიმუშო ქცევის აღიარება და რეაგირება მიუღებელ
ქცევაზე. მაგ:
ა)დისციპლინის დამრღვევ
მოსწავლესთან მიახლოება და მხედველობითი კონტაქტის დამყარება. ეს არის საკმაოდ ეფექტური
საშუალება მოსწავლის გასაფრთხილებლად.
ბ)ფიზიკური სიგნალის,მაგ:
თითის დაქნევის ან თავის გაქნევის გამოყენება იმის ნიშნად, რომ მოსწავლის საქციელი
მიუღებელია.
გ)სიტყვიერი მითითების
მიცემა. რაც უფრო სხვებისთვის შეუმჩნევლად გააკეთებს ამას მასწავლებელი, მით უკეთესი.
დ)თუ მოსწავლე არ
რეაგირებს ,,მსუბუქ’’ შეხსენებასა და მითითებებზე, მასწავლებელმა პირდაპირ უნდა მოუწოდოს
მოსწავლეს შეწყვიტოს მიუღებელი საქციელი.
ეს მარტივი წესები
ამცირებენ მოსწავლეთა მიერ დისციპლინის დარღვევის შემთხვევებს.
2.ნივთიერი წახალისება.კვლევებმა აჩვენა,რომ ნივთიერი წახალისების სხვადასხვა
ფორმის გამოყენება ყველაზე ეფექტურია, თუ მოსწავლე მათ იღებს სანიმუშო ქცევისათვის
და კარგავს მაშინ, როცა დისციპლინას დაარღვევს. ნივთიერი წახალისება გულისხმობს მოსწავლის
დამსახურების აღიარებას, დაჯილდოების კონკრეტულ ფორმას.(თუმცა ეს ქრთამის ფორმად არ
უნდა იქცეს).
3.დაუყოვნებელი სახდელი.რომლის ერთ-ერთი სტრატეგიაა მოსწავლის იზოლაცია გარკვეული
დროით, მისი კლასიდან გაყვანა, თუმცა საყურადღებოა შემდეგი საშიშროება, მოსწავლეს შეუძლია
იზოლაცია გამოიყენოს, როგორც ,,გაკვეთილიდან მოშორების’’ ძალიან ადვილი საშუალება,
აღარ ჩაუღრმავდეს დისციპლინის დარღვევის მიზეზებს და არ ეძებოს მათი აღმოფხვრის გზები.
4.ჯგუფური მიღწევები.აქ წარმატებას აღწევს ჯგუფი ერთად და არა ინდივიდუალურად.
მაგ: ქ. მულდონი მოსწავლეებს ავალებდა გაკვეთილის შემდეგ გამოყენებული მასალა მიელაგებინათ.თუ
კლასი ამას კარგად შეასრულებდა მიიღებდა 25ქულას. მოსწავლეებს შეეძლოთ მასწავლებელი მოექციათ ,,წნეხის ქვეშ’’ და
მოეთხოვათ ტესტირების გადადება, ერთი დღე დავალების გარეშე მისვლა, დამატებითი დრო
პროექტზე სამუშაოდ და ა.შ.
მნიშვნელოვანია
, ავღნიშნოთ, რომ დისციპლინის გაუმჯობესებაზე მიმართული ღონისძიებების გატარება მხოლოდ
მასწავლებლის პასუხისმგებლობასარ წარმოადგენს. ეფექტური დისციპლინა კლასისა და, ზოგადად,
სკოლის ეფექტური მართვის შედეგია. კვლევის შედეგების მიხედვით, სკოლა უნდა ესწრაფვოდეს,
მიაღწიოს ,,ჯანსაღ ბალანსს’’ შექებასა და დასჯას შორის. მოსწავლეს სკოლის შესახებ შეხედულება
სკოლის მართვისა და კლასის მართვის ერთობლივი ეფექტურობის შეჯამების საფუძველზე ექმნება.
არაერთი კვლევა ადასტურებს, რომ მოსწავლეთა
ქცევის მართვა არის ის საყურადღებო ფაქტორი, რომლის მიხედვითაც საზოგადოება სკოლის
ეფექტურობას აფასებს. მაშასადამე ქცევის მართვა არის საკითხი,
რომელსაც ყურადღება როგორც კლასის ისე სკოლის დონეზე სჭირდება.