ჩემი შემდეგი სტატია ეხება იმ ურთულეს საკითხს, რომელსაც აღზრდა ჰქვია. ეს არის თემა, რომლის შესახებაც შეიძლება ბევრი ვიმსჯელოთ, ბევრი ვიკამათოთ და უამრავი მაგალითი მოვიყვანოთ, თუმცა შევეცდები ძალიან მოკლედ გადმოვცე ჩემი სათქმელი.
პედაგოგებს არა მარტო საგნის სწავლა, არამედ აღზრდაც გვევალება, იმ მომავალი თაობისა, რომლებიც თითქმის დღის ნახევარს ჩვენს გვერდით ატარებენ. არ ვთვლი, რომ გაკვეთილიდან გადახვევა ამ მიზნით, თუნდაც 2, 3 წუთით (მითუმეტეს როცა ამის საჭიროებას ვხედავთ) დაკარგულია, პირიქით. მაშასადამე თითოეულ პედაგოგს დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია, თუმცა ყველა დამეთანხმება , რომ მშობლის როლი ბავშვის აღზრდის საქმეში განუზომელია. მაშ რა სახით უნდა გამოვზარდოთ შვილები? რა უნდა ვასწავლოთ მათ? აი რას გვთავაზობს წმ. მღვდელთმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) : ,,თუ გსურს, ძმაო რომ შენი შვილი გამოვიდეს კეთილი და ბედნიერი კაცი, ორი საქმე ასწავლე მას, ორი თვისება დანერგე მის გულში. პირველად ეცადე, რაც შეგიძლია, რომ შენს შვილს შეაყვარო სიმართლე, მიაჩვიო გულწრფელობას. პირველი და უწინარესი ყოველთა ცოდვა, რომელიც გაჩნდება მცირე წლოვანის გულში, არის სიცრუე, მოტყუება, მზაკვარება. თუ არ ეცადე და არ აღმოფხვერი მისი გულიდან ეს ცოდვა, იგი გარდაექცევა მას ჩვეულებად და შეიქმნება წყაროდ ყოველთა მისთა მომავალთა ცოდვათა. მეორედ, ეცადე და ყოველი ღონის-ძიება იხმარე, რომ შენი შვილი მიეჩვიოს ყოველს საქმეში ბეჯითობასა, ესე იგი, დაუდევნელობა, დაუდევნელობა ის არის, როდესაც კაცი თვისს საქმეს, თვისს მოვალეობას არ ასრულებს ბეჯითად და კეთილ-სინდისითა’’.
მშობელი არის მაგალითი, ერთგვარი მოდელი შვილისთვის. ერთ-ერთი იტალიელი ფსიქოლოგის მარია მონტესორის აზრით ბავშვები ისრუტავენ ყველაფერს, რაც მათ გარშემოა, რომ მათი მოდელი არის მშობელი. მშობლებმა შვილებს თავიანთი ქცევებით უნდა ასწავლონ; კი არ უნდა უკარნახონ ბავშვებს, რომ მადლობა გადაიხადონ და წესრიგიანად იყვნენ, არამედ თავად უნდა აძლევდნენ მაგალითს მადლობის თქმით, მათ თვალწინ საკუთარი ნივთებისა და გარემოს მოწესრიგებით.
მარია მონტესორი რომის ერთ-ერთ გარეუბანში სათავეში ჩაუდგა ,,ბავშვების სახლს’’- სადაც ღარიბ, გაუნათლებელ და გაველურებულ ბავშვებს მოუყარა თავი. მათი აკადემიური მიღწევები და მათი ქცევა მალე სამაგალითო გახდა. ამ სკოლაში მშობლებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ენიჭებოდათ. მათი მოვალეობა იყო, რომ ბავშვებს სკოლაში არ დაეგვიანათ, სუფთა, მოწესრიგებული მისულიყვნენ. ყველა მშობელი ვალდებული იყო, კვირაში ერთხელ სკოლის დირექტორთან შვილის ამბავი მოეკითხა. მარიას სურდა მშობლებს ეგრძნოთ, რომ სკოლა მათიც იყო და პასუხისმგებლობა ეკისრებოდათ, რათა მასწავლებლებთან ერთად სკოლის საერთო მიზნებისათვის მიეღწიათ. თუ მშობელი თანამშრომლობაზე არ თანხმდებოდა, მის შვილს სკოლიდან რიცხავდნენ მანამ, სანამ მშობელი თანამშრომლობის სურვილს რ გამოთქვამდა.
ფსიქოლოგ ალბერტ ბანდურას აზრით ადამიანები ეფექტურად სწავლობენ სხვა ადამიანზე, ანუ მოდელზე დაკვირვებით. ადამიანებს სხვების იმიტაციის/მიბაძვის უნარი დაბადებიდან მოსდევთ. ისინი სწავლობენ მრავალი ფსიქომოტორული ქმედების შესრულებას სხვა ადამიანების დაკვირვებით, როგორც შედარებით მარტივ (მაგ: კბილების გახეხვა), აგრეთვე გაცილებით უფრო რთულ ქმედებებს (მაგ: ცეკვა, პიანინოზე დაკვრა და ა. შ.). ბევრი მოდელი, რომელთაგანაც ადამიანები სწავლობენ, ცოცხალი მოდელები არიან, რეალური ადამიანები, რომლებსაც შეიძლება დააკვირდნენ, თვალყური ადევნონ. აგრეთვე ადამიანები ხშირად სწავლობენ სიმბოლური მოდელებისგან, წიგნებში, კინოფილმებში, ტელევიზორში ან მედიაში ასახული რეალური ან გამოგონილი ფიგურებისგან, პერსონაჟებისგან.
მშობლის როლი ასევე დიდია ბავშვის ნიჭის გამოვლენასა და მის გამოყენებაში. ხანგრძლივმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ბავშვის ნიჭიერება აუცილებლად არ განაპირობებს წარმატებას. ოჯახი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ბავშვის პოტენციური შესაძლებლობების განვითარებას. პერსპექტივა გაცილებით უკეთესია, როდესაც ნიჭიერებას და შესაბამის პიროვნულ თვისებებს სათანადო ოჯახური და სოციალური გარემოც უწყობს ხელს.
სამწუხაროდ არაერთხელ მინახავს მშობელი, რომელიც შვილზე მეტს აშავებს და თავად აკლია ის რასაც აღზრდა ჰქვია. მათთვის კარგად აღზრდად მხოლოდ კარი ცემა და სიმკაცრე ითვლება.
როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ბავშვები სწავლობენ მშობლებისგან, თუმცაზოგჯერ ბავშვებიც გარკვეულ როლს ასრულებენ მშობლების აღზრდაში.
ამასთან დაკავშირებით მწერალი ნოდარ დუმბაძე იუმორით გადმოგვცემს შესაბამის მაგალითებს:
ერთ დღეს შვილი მიდის მამასთან და ჰკითხავს:
-მამიკო რატომ არ ღრუტუნებ? - რატომ უნდა ვიღრუტუნო, შვილო? -იმიტომ, რომ ღორი ხარ. ასე თქვა ბაბუამ!
ან - ბებო, კუდი მაჩვენე რა! დედას ახსენდება, რომ გუშინ ბავშვის თანდასწრებით ქმარს უთხრა, რომ დედამისი კუდიანია.
პატარა საპნით ხელში მიდის დედასთან და სთხოვს პირი დაიბანოს, რადგან ბებომ უთხრა, რომ დედამისი პრშავია... ასეთი ბავშვები დიდ საქმიანობას ეწევიან მშობლბის აღზრდაში.
და ბოლოს ჩემ სტატიას წმ. ილია მართალის სიტყვებით დავასრულებ: ,,გონივრულმა აღზრდამ უნდა აზიაროს ადამიანი გარკვეულ განწყობას, რომელიც მას მთელ სიცოცხლეში გაჰყვება’’.
,,გონივრულმა აღზრდამ უნდა აზიაროს ადამიანი გარკვეულ განწყობას, რომელიც მას მთელ სიცოცხლეში გაჰყვება’’.
ReplyDelete,,გონივრულმა აღზრდამ უნდა აზიაროს ადამიანი გარკვეულ განწყობას, რომელიც მას მთელ სიცოცხლეში გაჰყვება’’.
ReplyDeleteმე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ჩემი გამოცდილება გავიზიარე, მე მქვია ბრენადა და ბედნიერად ვიყავი დაქორწინებული. სანამ ქმარმა არ თქვა, რომ მას მომატყუებდნენ, მაშინ ჩვენ ორივე წყვილი ვიყავით. ჩვენ მას ვერ ვიჯერებდით, არც ის ენდობოდა ჩემს სიტყვებს, ასე რომ, ჩვენ განქორწინება გამოვიტანეთ, მოგვიანებით დაშორდით და პირობა დადო, რომ არასდროს შევსება. დიდხანს ვცდილობდი შემეგრძელებინა ნაბიჯი, მაგრამ მის გარეშე ვერ ვრჩებოდი, ამიტომ ქმრის დაბრუნების მცდელობა დავიწყე, შემდეგ კი მიმიყვანეს Dr.IZOYA. დიდი ადამიანი, რომელსაც შევხვდი, მან სიყვარულის ჯადოქარი მიაყენა და ქმარი 24 საათის განმავლობაში დააბრუნა. ამასთან ერთად, მე აქ ვარ, რომ გავაზიარო დოქტორ IZOYA- ს კონტაქტი, მივაღწიოთ მას drizayaomosolution@gmail.com– ს საშუალებით. ის მართლაც ძლიერია და სპეციალიზირებულია შემდეგ საკითხებში ...
ReplyDelete(1) ყველა სახის სიყვარულის შელოცვები. (2) შეწყვიტე განქორწინება. (3) ბოლო უნაყოფობა.