რა წარმართავს ადამიანის
ქცევას? რა ანიჭებს მას ენერგიას?
ზოგი ფსიქოლოგის აზრით, ქცევას
წარმართავს მოთხოვნილება, ინტერესი, ცნობისმოყვარეობა, რწმენა, ღირებულებები, მოლოდინები,
სოციალური ზეწოლა, დასჯა, შიშები და ა.შ. ზოგი
ფსიქოლოგი მოტივაციას პიროვნული ნიშან -თვისებებით ხსნის. ზოგიერთ
ადამიანს წარმატების მიღწევის მაღალი მოთხოვნილება აქვს, ზოგს ხელოვნება აინტერესებს
და ა.შ. სხვა ფსიქოლოგები მოტივაციას განიხილავენ, როგორც მდგომარეობას, დროებით სიტუაციას.
მაგალითად, იმ შემთხვევაში თუ მასალას იმიტომ კითხულობთ, რომ ხვალ გამოცდა გაქვთ, თქვენ
სიტუაციით ხართ მოტივირებული.
როგორც ვხედავთ მოტივაციის ზოგიერთი განმარტება ეყრდნობა
შინაგან, პიროვნულ ფაქტორებს, როგორებიცაა მოთხოვნილება, ინტერესი,ცნობისმოყვარეობა
და ა.შ. სხვა განმარტებაში ყურადღება გამახვილებულია გარე ფაქტორებზე, როგორიცაა ჯილდო,
სოციალური ზეწოლა, დასჯა და ა.შ.
შესაბამისად გამოიყოფა მოტივების ორი კლასი - შინაგანი
და გარეგანი მოტივები. შინაგანი მოტივაციის დროს ქცევას საფუძვლად უდევს ადამიანის
ინტსები, მოთხოვნილებები. როდესაც ჩვენ შინაგანად ვართ მოტივირებულნი, არ გვჭირდება
აქტიურობის წახალისება ან დასჯა. ხოლო გარეგანი მოტივაციის დროს ქცევა ხორციელდება
კარგი შეფასების მიღებისთვის, დასჯის თავიდან აცილების მიზნით, მშობლის სიამოვნებისთვის
და ა.შ. ამ შემთხვაში ვმოქმედებთ არა იმიტომ,
რომ ის გვაინტერესებს, არამედ იმისთვის, თუ რას მოგვიტანს ეს ქცევა.
შინაგანად მოტივირებული მოზარდები უფრო მეტი პასუხისმგებლობით
ეკიდებიან სწავლას, ხასიათდებიან თვითკონტროლის მაღალი უნარით, და ზოგადად, უფრო დადებითი
განწყობა აქვთ განათლების, სწავლის მიმართ. ისინი უფრო თავდაჯერებულნი არიან, მათ არ
ეშინიათ რთული ამოცანების და მათი დაძლევის
ახალი, უფრო ეფექტური გზების მუდმივ ძიებაში არიან.
გარეგანად მოტივირებული მოზარდები ხასიათდებიან სირთულეების
და რისკის მიმართ მკაფიოდ გამოხატული შიშით. როგორც წესი ასეთი მოზარდების მიზანია
ნებისმიერ სიტუაციაში ძალისა და ენერგიის მინიმალური დანახარჯებით მაქსიმალური ეფექტის
მიღება. ბუნებრივია ეს სტრატეგია არ არის ეფექტიანი რთული ამოცანების დაძლევისათვის,
შესაბამისად გასაგები ხდება გარეგანი ფაქტორებით მოტივირებული მოსწავლეების მცდელობა,
თავი აარიდონ რთულ დავალებებს. ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამოყენებული გარეგანი მოტივაცია თითქმის შეუძლებელს ხდის მნიშვნელოვნი
წარმატების მიღწევას.
დიმიტრი უზნაძის თნახმად, სწავლა გაცნობიერებული, მიზანდასახული
აქტივობაა, რომელიც აზროვნებისა და ნებისყოფის მონაწილეობას გულისხმობს. სწავლის ყველა
კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდი, როგორც აქტიური სუბიექტი, იღებს გადაწყვეთილებებს,
რითაც იქმნება სათანადო აქტივობის განხორციელებისათვის საჭირო გნწყობა. პედაგოგმა იმაზე
უნდა იზრუნოს, რომ სწავლა ინდივიდის უშუალო მისწრაფებებს და ინტერესებს დაუქვემდებაროს-წარმატების
მიღწევის მოთხოვნილებას, ცნობისმოყვარეობას. მხოლოდ კარგი ნიშნის, შექების, მატერიალური
ინტერესით (გარეგანი მოტივაცია) განხორციელებული სასწავლო აქტივობა ინდივიდისთვის არაფრის
მომტანია. თანაც გარეგანი მექანიზმებით გაზრდილი სწავლის მოტივაცია ამ მექანიზმების
ამოწურვისთანავე ქრება. ინდივიდის სასწავლო აქტივობები განპირობებული უნდა იყოს შინაგანი
მოტივაციით (ცნობისმოყვარეობა, ინტერესი და ა.შ.) ასეთ დროს ადამიანისთვის თავად აქტივობა
უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჯილდო. სასწავლო პროცესი იმაზე უნდა იყოს ორიენტირებული,
რომ ადამიანისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი მოთხოვნილება-ინტელექტუალური (ცნობისმოყვარეობა)
მოთხოვნილება-ე.წ. სწავლის წყურვილში გადაიზარდოს. ადამიანს გაუჩნდება სწავლის მოთხოვნილება
და, შესაბამისად, განწყობაც.
ფსიქოლოგები, რომლებიც იზიარებენ მოტივაციის შინაგანად
და გარეგანად დაყოფას, ამბობენ, რომ ძნელია განვსაზღვროთ, მოტივაცია შინაგანია თუ გარეგანი.
მოტივაცია, რომელიც ადამიანს აქვს დროის კონკრეტულ მონაკვეთში,
ნიშან-თვისებების და მდგომარეობის ერთგვარი კომბინაციაა. რამდენადაც მოტივაცია მოიცავს,
როგორც პიროვნულ ნიშნებს,ასევე გარემოს ფაქტორებს, ჩვენ შეიძლება დროის კონკრეტულ სიტუაციაში
მოტივირებული ვიყოთ როგორც შინაგანი, ასევე გარეგანი მოტივებით. მაგალითად, შეიძლება
სწავლობთ იმიტომ, რომ სწავლა თქვენთვის დიდი ღირებულებაა და იმიტომაც, რომ კარიერული
წინსვლა გინდათ. თქვენ სწავლობთ განათლების ფსიქოლოგიას, იმისთვის, რომ გახდეთ კარგი
მასწავლებელი. შინაგანი მოტივაციაა ეს თუ გარეგანი? რეალურად აქ ორი მოტივაციაა.
პედაგოგმა საწვლებისას შეიძლება გაითვალისწინოს მოსწავლის
ინტერესები, თუმცა ეს ყოველთვის არ იქნება შედეგის მომტანი.
თუ პედაგოგს ყოველთვის მოსწავლის შინაგანი მოტივაციის
იმედი ექნება, მას იმედგაცრუება ელის. არის სიტუაციები, როცა გარე მხარდაჭერაა აუცილებელი.
პედაგოგმა უნდა იზრუნოს როგორც შინაგანი მოტივაციის გაჩენასა და შენარჩუნებაზე, ასევე
გარეგანი მოტივების ჩართვაზეც.
შინაგანად მოტივირებული მოსწავლის მახასიათებლები:
1. სურთ თვითონ აკონტროლონ თავიანთი გარემო;
2. განვითარებული აქვთ შინაგანი ღირსების გრძნობა;
3. უყვართ გამოწვევები და პრობლემების გადაწყვეტა;
4. არიან ოპტიმისტები დადა სჯერათ წარმატების;
5. სიამოვნებით იღებენ სამუშაოს შესრულებაზე პასუხისმგებლობას;
6. დარწმუნებულები არიან, რომ შეუძლიათ სამუშაოს შესრულება;
7. ყოველთვის მზად არიან გაიღრმაონ ცოდნა, შეცვალონ
საკუთარი შეხედულებები და პრობლემის გადაწყვეტის ჩვეული ხერხები.
შინაგანი მოტივაციის გააქტიურება
რეკომენდაციები:
1. გაითვალისწინეთ მოსწავლის მოთხოვნილებები და მიზნები.
თუ თქვენ ესაუბრებით მათთვის პიროვნულად მნიშვნელოვან საკითხებზე, ავტომატურად იწვევთ
მათ ინტერესს;
2. შეძლებისდაგავარად მიეცით მოსწავლეს საკუთარ სასაწავლო სიტუაციაზე კონტროლის შესაძლებლობა.
ისინი პედაგოგს პარტნიორად უნდა გრძნობდნენ;
3. დაამყარეთ მოსწავლეებთან კარგი ურთიერთობები, გამოხატეთ
მათ მიმართ პატივისცემა, კეთილგანწყობა და სითბო. მიეცით ერთმანეთთან კომუნიკაციის
საშუალება, ამუშავეთ ისინი წყვილებში, მცირე ჯგუფებში. მნიშვნელოვანია ყველას შეეძლოს
აზრის თავისუფლად გამოხატვა;
4. მიმართეთ ძლიერ ემოციებს. გამოიყენეთ როლური თამაშები,
სავარჯიშოები, დავალებები, რომელიც მოითხოვს ფიზიკურ აქტიურობას;
5. მოუყევით მოსწავლეებს ისტორიები, რომლებშიც საუბარია
წარმატებაზე. ასევე იმ ადამიანებზე, რომლებმაც შეძლეს სირთულეების დაძლევა და წარმატების
მიღწევა. ასევე უამბეთ საკუთარი წარმატების შესახებ;
6. ხშირად გამოხატეთ მოწონება, რომელიც უნდა ეხებოდეს პროცესს და არა შედეგს. დავალების
შესრულების შემდეგ სთხოვეთ მოსწავლეებს ისაუბრონ იმაზე, თუ რა ისწავლეს;
7. რეგულარულად დაუბრუნეთ უკუკავშირი;
8. მიეცით წარმატების მიღწევის იმედი. პირდაპირ უთხარით
მოსწავლეს, რომ გჯერათ მისი;
9. საკუთარ მაგალითზე აჩვენეთ, რომ სწავლა სიამოვნებაა.
დროდადრო დაანახეთ მოსწავლეს, რომ თქვენც სწავლობთ. გააანალიზეთ მაგალითი ჯგუფთან ერთად;
10. მოაწყეთ რიტუალები, ზეიმები, სადაც ყველა წარმოაჩენს
იმას, თუ რას მიაღწია;