Monday, February 19, 2018

ღია გაკვეთილი ინგლისურ ენაში


2005 წლის 25 იანვარს შპს N 1 სკოლის პირველ კლასელებთან ჩავატარე ღია გაკვეთილი ინგლისურ ენაში. პატარები მიესალმენ და გაეცნენ პედაგოგებსა და მოწვეულ მშობლებს. შემდეგ კი ისინი პატარა პედაგოგებად მოგვევლინენ და მასწავლებლის დახმარებით ერთმანეთს უსვამდნენ შეკითხვებს. თემები გადანაწილებული იყო თითოეულ მათგანზე, რასაც ისინი ხალისით ასრულებდნენ. (ანბანი, რიცხვები, ტრანსპორტი, ფერები, გარეული და შინაური ცხოველები, სკოლის ნივთები...)    შეასრულეს სიმღერები, წაიკითხეს ლექსები. შეასრულეს პატარა დადგმა ცხოველებით. (თოჯინების თეატრი) ხოლო ბოლოს განასახიერეს პერსონაჟები სასწავლო წიგნიდან.
ღია გაკვეთილი პატარების სერთიფიკატების გადაცემით დასრულდა, რაც მათ ნამდვილად დაიმსახურეს.
მადლობა თითოეულ მათგანს, მადლობა მათ მშობლებს, სკოლის პედაგოგებსა და დირექციას გვერდში დგომისთვის.


No comments:

Post a Comment