ბავშვის უფლებების კონვენციის თანახმად, განათლების მიღება ყველა ბავშვის ფუნდამენტური უფლებაა. კონვენციაში გამოკვეთილი თითოეული უფლება ეხება ყველა ბავშვს, ყოველგვარი დისკრიმინაციული გამონაკლისის გარეშე. ბავშვის უფლებათა ამგვარ ფართო აღიარებას მხოლოდ თეორიული საფუძველი არ გააჩნია. მსოფლიოს თითოეულ ქვეყანაში ბავშვის უფლებები განმტკიცებულია კონკრეტული ღონისძიებებით საკანონმდებლო, ადმინისტრაციულ და აღმასრულებელ სფეროებში.
სწავლისას ბევრი ბავშვი განიცდის სწავლასთან დაკავშირებულ სირთულეებს, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს მოსწავლის ფიზიკური, ინტელექტუალური, სოციალური, ემოციური, ლინგვისტური თუ სხვა მდგომარეობით. სწავლის პროცესში სირთულეები შეიძლება ექმნებოდეთ ნიჭიერ ბავშვებსაც, ქუჩის და მომუშავე ბავშვებს, ეთნიკური, კულტურული უმცირესობის და სხვა მარგინალური ჯგუფის წარმომადგენლებს. ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის ვალდებულებას კი წარმოადგენს მოძებნოს ყველა ბავშვის წარმატებით სწავლების გზები.
ინკლუზიური განათლება, არის მიდგომა, რომელიც ცდილობს ყველა სკოლის ასაკის ბავშვის ჩართვასსასწავლო პროცესში, მიუხედავად მისი შესაძლებლობისა და/ან სირთულეებისა სწავლის პროცესში.
ინკლუზიური განათლების მიზანია, ყველა ბავშვს მიეცეს თანაბარი შესაძლებლობა თანატოლებთან ერთად სწავლისა და ხარისხიანი განათლების მიღებისა საცხოვრებელ ადგილთან ახლოს.
ინკლუზიური განათლება არ გულისხმობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის საკლასო ოთახში ყოფნას და თანატოლებთან ერთად გარკვეული დროის გატარებას. ინკლუზიური განათლება მოითხოვს მთლიანად სკოლის დაუღალავ შრომას იმისთვის, რომ გააძლიეროს და განავითაროს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შესაძლებლობები, გააუმჯობესოს მოსწავლის აკადემიური და სოციალური უნარ-ჩვევები, მოამზადოს მოსწავლე დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის და აქტიურად შეუწყოს ხელი მოსწავლის საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებას.
ინკლუზიური განათლების საერთაშორისო მოდელის მიხედვით, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის და კლასის სრულუფლებიანი წევრია. ის სრულად უნდა მონაწილეობდეს სასკოლო და საკლასო აქტივობებში; სკოლაში მიმდინარე აკადემიურ (მაგ. წერა, კითხვა) და არა აკადემიურ (მაგ. დასვენებებზე თანატოლებთან თამაში) პროცესებში.
ინკლუზიური განათლება აღიარებს მრავალფეროვნებას და განსხვავებულობის აუცილებლობას მოსწავლეების სწავლების პროცესში. განსხვავებული საგანმანათლებლო შესაძლებლობების და საჭიროების მქონე მოსწავლეების განათლება, რასაკვირველია, სწავლების განსხვავებული მიდგომების, სტრატეგიებისა და მეთოდების გამოყენებას გულისხმობს. ყველას მიმართ სწავლებისა და ქცევის მართვის ერთნაირი სტრატეგიების გამოყენება უარყოფს ბავშვებს შორის განსხვავებულობას და მათ ინდივიდუალობას. განსხვავებული საგანმანათლებლო შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებთან სწავლების ერთნაირი სტრატეგიების გამოყენება, (მსგავსი ინსტრუქციები მასალის ახსნისას, იდენტური საშინაო დავალებები, თანაბარი დრო დავალების შესასრულებლად) ერთის მხრივ არა პროფესიონალური მიდგომაა, ხოლო მეორეს მხრივ, არ უზრუნველყოფს ერთნაირ სასწავლო შედეგსყველა მოსწავლესთან.
შესაბამისად, განათლების სისტემაში სკოლა წარმატებულად ითვლება, თუ მას მოსწავლეთა ინდივიდუალური განსხვავებულობის მიმღებლობა გააჩნია და შესწევს უნარი შესაბამისი განათლებით უზრუნველყოს განურჩევლად ყველა მოსწავლე. სწორად დაგეგმილი ინკლუზიური განათლების პირობებში, ყველა მოსწავლეს ეძლევა შესაძლებლობა საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებისთვის.
ინკლუზიური განათლების დანერგვა სკოლისგან გარკვეული ამოცანების გადაჭრას მოითხოვს:
ინკლუზიური განათლების მიდგომის თანახმად, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლასა და მის სასწავლო პროცესში ჩართვა უმთავრესი პრიორიტეტია. მოსწავლეების სპეციალიზირებულ სკოლებსა და კლასებში განაწილება უნდა ხდებოდეს გამონაკლის შემთხვევებში და რეკომენდირებულია მხოლოდ მაშინ, როცა ზოგადსაგანმანათლებლო კლასში ჩართულობა ვერ უზრუნველყოფს ბავშვის საგანამანათლებლო თუ სოციალურ საჭიროებებს, ან როცა ეს აუცილებელია ამ ბავშვის ან სხვა ბავშვების კეთილდღეობისთვის.
ამ შემთხვევაში, მშობლებს აქვთ უფლება მიიღონ კვალიფიციური და ამომწურავი კონსულტაცია განათლების იმ ფორმის შესახებ, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება მათი შვილების საჭიროებებს, რათა ინფორმირებული არჩევანი გააკეთონ.
სკოლები, რომლებიც იზიარებენ ინკლუზიური განათლების მიდგომებს, არის დისკრიმინაციული დამოკიდებულების წინააღმდეგ ბრძოლის, კეთილგანწყობილი გარემოს შექმნის ყველაზე ეფექტური საშუალება. ინკლუზიური განათლება ინკლუზიური საზოგადოების ფორმირების აუცილებელი წინაპირობა.
სწორედ ინკლუზიური განათლების კონტექსტში ხდება შესაძლებელი, რომ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებმა მიაღწიონ პროგრესს განათლებაში და წარმატებულ სოციალურ ინტეგრაციას.
|
Thursday, March 15, 2018
რა არის ინკლუზიური განათლება
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment